შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამაკაცს, რომელმაც ხაშურის მუნიციპალიტეტში მეუღლეს სახლი დაუწვა, 4 წელი მიუსაჯეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12248 
 01 აგვისტო 2019
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც შურისძიებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს საცხოვრებელი სახლი დაუწვა.  გადაწყვეტილების მიხედვით, 2 წელი მსჯავრდებული საპატიმროში მოიხდის, დანარჩენ ორ წელს კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ. პროკურატურის მტკიცებით, მამაკაცი, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, დაზარალებულთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა სახლში. ,,უთანხმოებისა და ეჭვიანობის გამო, 2018 წლის 17 დეკემბერს, ცეცხლის წაკიდებით განზრახ გაანადგურა ქ. მდებარე,  კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, რამაც გამოიწვია 1295 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი." - აცხადებს პროკურატურა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
შიდა ქართლი

წნელისის კრიზისი