შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ აწყურთან, ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან დღეს,11 ნოემბერს გაეწერა. დღესვე, ამავე საავადმყოფოდან კიდევ ორი დაშავებული კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 11 ნოემბერი 2018
როგორც, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ერთი დაშავებული რჩება, რომელსაც ფეხზე აქვს დაზიანებები და მკურნალობას საჭიროებს.შეგახსენებთ, რომ სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 10 ნოემბერს მოხდა. ახალციხიდან თბილისი მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ახალქალაქიდან რუსეთში მიჰყავდა, „შკოდას“ მარკის მანქანას მოსახვევში შეეჯახა. შემთხვევის შედაგად 10 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.დაშავებულებიდან ორი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“, რვა კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. გუშინ, 10 ნოემბერს გვიან ღამით, მდგომარეობის სიმძიმის გამო ორივე პაციენტი თბილისში გადაიყვანეს კლინიკა „იმედიდან“. ხოლო, რეფერალური ჰოსპიტალიდან გუშინ და დღეს დედაქალაქის საავადმყოფოებში გადაყვანა ხუთ დაშავებულს დასჭირდა.მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია