შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ აწყურის შესასვლელთან, ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა. დაშავებულების რაოდენობა კი ჯერ–ჯერობით უცნობია.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 ნოემბერი 2018
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის სოფელ აწყურთან დღეს, 10 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც. "საშინელი ავარიაა, პატარა ბავშები ტირიან, ვიღაცას მგონი ფეხიც აქვს მოტეხილი. თბილისისკენ მიმავალი გზაც გადაკეტილია", – ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან" ერთ–ერთი თვითმხილველი.ადგილზე არიან სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, მათთან ორი დაშავებული შეიყვანეს: "პაციენტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ამ დროისათვის ექიმები გამოკვლევებს უტარებენ".მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. "სამხრეთის კარიბჭე" თემაზე მუშაობას აგრძელებს, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია