შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ისწავლე თავისუფლება!"- კოსტიტუციის თეატრალური კითხვა ქუთაისში

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/iswavle-tavisufleba---kostituciis-teatraluri-kitxva-qutaisshi 
 03 ივლისი 2019

"თუ იცი კოსტიტუცია, უკეთესი მოქალაქე ხარ" - ამ მოწოდებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ მსახიობებმა ღამის კლუბ „რეფლექტორის“ დიჯეებსა და რეპ მოძრაობა „მოხეტიალეებთან“ ერთად, საქართველოს კონსტიტუციის თეატრალური კითხვა მოაწყვეს. კონსტიტუციის მუხლებს რეფრენად გასდევდა გზავნილი - "რუსეთი ოკუპანტია."  პერფორმანსის დასასრულს თეატრის ფასადზე მათ მიერვე დამზადებული ბანერი, წარწერით „ისწავლე თავისუფლება!" აღიმართა. 

„მსახიობის თეატრის რეჟისორის უმთავრესი დანიშნულება არის საზოგადოებასთან და ხალხთან მუდმივ დიალოგში ყოფნა, ჩვენ ყოველთვის და ყველგან ვილაპარაკებთ სამოქალაქო ენით, რადგან კონსტიტუციის ცოდნა ზრდის უკეთეს მოქალაქეს, ამაღლებს საზოგადოებრივ და მოქალაქეობრივ შეგნებას,"- განაცხადა  პერფორმანსის რეჟისორმა რეზი ქაროსანიძემ.

 მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუციის ცონდა ყველა მოქალაქის ვალია. 

 როგორც რეჟისორმა  განაცხადა, ესაა თეატრის რეაქცია 20 ივნისის და შემდგომ  ქვეყანაში განვითარებულ  მოვლენებზე. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია