შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართულსა და უნარებში ახალციხელმა აბიტურიენტებმა მაღალი ქულები მიიღეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23749 
 01 აგვისტო 2019
ნიკა ქურდაძემ ზოგადი უნარების ტესტში 80–დან 78 ქულა მიიღო, ქართულში კი 70–დან 64 ქულა. ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეპეტიტორთან მომზადების გარეშე გავიდა. უყვარს ფიზიკა და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე სწავლას გეგმავს.„უნარების ტესტი რთული იყო, ეს ალბათ იმიტომ, რომ წინა წლების ტესტებს სახლში მშვიდად ვაკეთებდი და გამოცდაზე კი უფრო რთული მომეჩვენა. ქართულში მიღებული ქულა ჩემთვის მოულოდნელი იყო, არც მახსოვდა, რა დავწერე. მაქსიმუმ 55 ქულას ველოდი, თუმცა შედეგით გაოცებული ვარ. ვფიქრობ, სხვა გამოცდებშიც მაღალ ქულებს მივიღებ“,– ამბობს ნიკა.ნათია ჩანგლიშვილმა ზოგად უნარებში 77 ქულა მიიღო, ხოლო ქართულში – 60. ნათიამ ვალეს N1 საჯარო სკოლა დაამთავრა, მანამდე ერთი წელი FLEX-ის პროგრამით ამერიკაში იმყოფებოდა, ამიტომ გამოცდებისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონდა.მისი თქმით, უნარების ტესტი რთული იყო, განსაკუთრებით კი ვერბალური ნაწილი.„ვერბალურში ყველაზე რთული ტექსტის გააზრება და მასთან დაკავშირებული კითხვები იყო, ასევე ანალოგიებიც. კიდევ დროის ფაქტორი. რაც შეეხება ქართულს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის მიხედვით თემა უნდა დამეწერა, თუმცა მე მეორე თემა ავიღე პროზა და ის დავწერე. ტექნიკურ საგნებს ვაბარებ, ამიტომ ქართული უფრო რთული მომეჩვენა“, – ამბობს ნათია.ნათია სანდიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაზე აბარებს. მან უკვე იცის რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდება, რადგან ეროვნულ გამოცდებამდე უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა.„7 500 დოლარია გადასახადი დ ამას სახელმწიფო გრანტით ვერ დაფარავ. შესაბამისად უნდა მიიღო შიდა დაფინანსება, გასაუბრების და აპლიკაციის შევსების შემდეგ 6 500 დოლარით დამიფინანსეს“.შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ვებგვერდზე online.naec.ge გუშინ, 31 ივლისს უნარების გამოცდით დაიწყო.რაც შეეხება SMS-ით შედეგების გაგებას, აბიტურიენტმა აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, ეროვნული გამოცდების შედეგები მომდევნო კვირის ბოლომდე სრულად გამოქვეყნდება.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია