შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბიშვილი – მე და ჩემს შვილებს მოკვლით გვემუქრებიან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 12 ნოემბერი 2018

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, მას და მის შვილებს მოკვლით ემუქრებიან.

„ბოლო დღეებში, კერძოდ, 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად ჩემ მიმართ, „ეს ემ ეს“ და ხმოვანი შეტყობინებები. იქ ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა – „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მუქარის ავტორები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედრო პირები.

„მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენფიტიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

პრეზიდენტობის კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია