შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამა პეტრე-ღმერთი ყველას გვშია და გვწყურია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40373 
 06 აგვისტო 2019

ღმერთი ყველას გვშია და გვწყურია. განსაკუთრებით მათ, ვინც ჯერ კიდევ დავობს იმაზე, არსებობს თუ არა... მასთან მისვლა არასდროს არის ადრე და გვიანი, ყოველთვის დროულია... 
ყველა მივსულვართ ეკლესიის კარებთან და გვიტირია... ხშირად დაკეტილი დაგხვდრია და უფრო მეტად გვიბღავლია... გვითქვამს, ღმერთმაც მიგვიხურა კარებიო... არა, ღვთის კარები მაშინაც ღიაა, როცა მას ადამიანები კეტავენ... მისი გასაღები წრფელი სინანული და თავდაუზოგავი სიყვარულია... ისეთი, საკუთარ ინტერესზე უარს რომ გათქმევინებს და სხვისი სიხარულით გაბედნიერებს... საკუთარ თავში გამოკეტილები ღმერთს ვერ იპოვნიან...
გაგვიჭირდა და მივედით?! ეს არ არის გულწრფელობა... ასე ყველა იქცევა... როცა ძალიან კარგად ხარ, ან საერთოდ არ ხარ ამ ქვეყანაზე, ისე რომ ხარ გათიშული და ღმერთთან მაინც მიდიხარ, ოღონდ არ იცი რატომ... უბრალოდ, ინტუიციას მიყვები, მაშინ ხარ ნამდვილი... თავიც რომ არ გახსოვს და მაინც ღმერთს ებღაუჭები, მაშინ ხარ ადამიანი... 
რომ არ იცი, რატომ გიყვარს და მაინც გიყვარს, ეს არის სიყვარული...
ღმერთს ნუ ელოდები, ის შენშია, ხან სიყვარულის, ხან მონატრების, ხან ცრემლების, ხან ღიმილის სახით... მთავარია დანახვა შეძლო, დანახვა ბურუსში!..

მამა პეტრე კოლხი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია