შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის მოსამზადებლად კომპანია შეირჩა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23788 
 06 აგვისტო 2019
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში სპორტული კომპალექსის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად, შპს „კარკასთან“ ხელშეკრულება პირველ აგვისტოს გააფორმა. ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბრამდეა დადებული. ტენდერში მონაწილეობას ორი კომპანია იღებდა, შპს „კარკასი“ და ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“. საბოლოოდ, „კარკასმა“ 218 360 ლარის შეთავაზება გააკეთა, „ინჟარქიტექტმა“ კი, 218 361 ლარი. შესაბამისად, „კარკასმა“ ერთ ლარიანი უპირატესობით გაიმარჯვა. ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველად იგი ტენდერში მონაწილე კომპანიისათვის დისკვალიფიკაციის მინიჭების გამო ჩავარდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი (ცურვის სხვადასხვა დისტანციაზე,სინქრონული ცურვა, წყალბურთი) ტრიბუნები, საჭყუმპალაო, სავარჯიშო დარბაზები და ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს. გარდა ამისა, კომპლექსმა უნდა მოიცვას პარკინგის ადგილი, მთავარი შესასვლელი რეგისტრატურით, ჰოლი, სადაც შეიძლება განთავსდეს სწრაფი კვების პუნქტი, კომერციული ობიექტები, სველი წერტილები, ექიმის კაბინეტი, დაცვის ოთახი.ამავე შენობაში იგეგმება კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო სავარჯიშო დარბაზების მოწყობა. ამავე თემაზე ნახეთ:აშენდება თუ არა საცურაო აუზი ახალციხეში გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია