შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნების" მთავრობაში შესვლა, ბიოგრაფიის გაფუჭებას ნიშნავს - ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40392 
 06 აგვისტო 2019

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ცვალილებათა პროექტს ეხმაურება:

"რა თქმა უნდა, საარჩევნო ცვლილებებში არის ბევრი საკამათო საკითხი და ოპოზიციამ უნდა იკამათოს, მაგრამ საფრთხის წინაშე არ უნდა დააყენოს პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლის პროცესი. ჩემი აზრით, ეს არის დიდი მონაპოვარი და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არცერით მთავრობა არ წასულა ასეთ სერიოზულ დათმობაზე, როგორც წავიდა „ქართული ოცნება“. ამიტომ ოპოზიციამ თავისი აკვიატებული იდეებით ეს პროცესი არ უნდა ჩაშალოს. ეს იქნება ძალიან დიდი ღალატი საქართველოს მომავლის.

მეც არ მომწონს ზოგიერთი ცვლილება, მაგალითად, სარეკლამო კლიპებთან დაკავშირებით. ეს უნდა იყოს საარჩენვნო კომისიის საქმე და არა მედიის. ასევე არის სხვა საკითხები, მაგრამ ყველა საკითხი მშვიდ გარემოში უნდა იქნას განხილული და არ არის საჭირო თავიდანვე ტორპედირება.

პროპორიცული სისტემით არჩევნების ჩატარება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ცალკეულ საკითხებთან ვერც მოვა. ჩემი აზრით, ხელისუფლების პოზიცია ბლოკებთან დაკავშირებით ლოგიკურია და სრულიად გაუგებარია ნულოვანი ბარიერის პირობებეში რატომ უნდა იყოს ბლოკები. პარტია, რომელსაც არ შეუძლია 15 ათასი ხმის მოგროვება, რა პარტიაა?.. 

ცოტა არ იყოს, ამ საკითხთან მიმართებაში ოპოზიცია უცნაურად იქცევა. წესით "ოცნებას" აწყობს, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები არ ჩატარდეს და მერე ეს ოპოზიციას გადაბრალოს.  საზოგადოების თვალშიც მოგებული იქნება და შერეული სისტემით  ისევ პირველ ადგილზე გავა. პროპორციული სიტემით კი „ოცნება“ სავარაუდოდ 35%-ს აიღებს, ეს ნამდვილად ცოტაა იმ 65%-იან შედეგთან, რომელიც „ოცნებას“ ჰქონდა.

„ნაცმოძარობა“ 20%-ზე მეტს ვერ აიღებს, შეიძლება უფრო ნაკლებიც. 9%-ს აიღებს „ევროპული საქართველო“.დანარჩენი პარტიები 5%-6%-ს და ა.შ. ანუ შიშის საფუძველი, რომ ხმები გაიყოფა, „ნაცმოძრაობას“ ნამდვილად აქვს. არც ის არის გაიმორიცხული, რომ პარლამენტში შესული პარტიები შეეკრან „ევროპულ საქართველოს“ და ეს პოლიტიკური ძალა გაძლიერდეს „ნაციონალური მოძრაობის“ დონეზე.

რა თქმა უნდა, მომავალი პარლამენტი იდეალური ვერ იქნება, იქნება ბევრი ხმაური და კამათი, შეიძლება ისეთი წინაღმდეგობებიც იყოს, რომ ვადის ამოწურვამდე ვერ მიაღწიოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მაგრამ მაინც წინ გადაგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიის, თანაც ქვეყანა 2024 წლის არჩევნებს მომზადებული შეხვდება.

მთავრობის გადაყენების ლოგიკას ვერ ვხედავ. რომელი გონიერი ადამიანი გარისკავს ჩაძირულ გემზე ასვლას?! დღეს „ოცნების“ მთავრობაში შესვლა ბიოგრაფიის გაფუჭებას ნიშნავს. აი, არჩევნებმადე 6 თვით ადრე ივანიშვილი რომ დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად და შეცვალოს მთავრობა, კიდევ შეიძლება მე არა, მაგრამ ზოგიერთმა გულუბრყვილომ დაიჯეროს, რომ ცვლილებები იქნება."

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია