შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯავახეთში ორ ტბაზე ხელოვნური კუნძულების გაკეთება იგეგმება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23791 
 06 აგვისტო 2019
კარწახის და მადათაფის ტბებთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 67 000 ლარი დაიხარჯება. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციამ ტენდერი ორჯერგამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩავარდა.სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მადატაფას ტბაზე უნდა გაკეთდეს ფოტოგრაფებისთვის სამალავი კაბინა, ტბაზე მოტივტივე დასასვენებლი პლატფორმა და ხელოვნური კუნძული.კარწახის ტბაზე გაკეთდება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა და ხის მოტივტივე კუნძული. სააგენტო მესამედაც აპირებს ტენდერის გამოცხადებას. როგორც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი თამაზ მეტრეველი გვეუბნება, იმისათვის, რომ ხელოვნური კუნძულები გამძლე და დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხო იყოს, პროექტში ცვლილებებში შევა.„კუნძულები გვინდა, ისეთი გაკეთდეს, რომ გამძლე იყოს. ამ ტბებზე დიდი ყინვებია ხოლმე და ამასაც უნდა გაუძლოს. ეს საქართველოში პირველად კეთდება და ცოტა დახვეწაა საჭირო“,–ამბობს თამაზ მეტრეველი.ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს მიმდინარე წელს 3 363 ვიზიტორი ეწვია.[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია