შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23796 
 07 აგვისტო 2019
აღათია გოზალიშვილიაღათია გოზალიშვილი ქართველი კათოლიკე, სოფელ არლიდან იყო, რომელმაც რაბათის უფასო ქალთა სკოლა დაამთავრა. ვრცელი ინფორმაცია მის შესახებ არ არსებობს, ცნობილია ის რომ სკოლის დასრულების შემდეგ განთლება კონსტანტინეპოლის დედათა მონასტერში, შემდეგ კი საფრანგეთში მიიღო. მას მიღებული აქვს ხელსაქმის კარგად მცოდნის მოწმობა, პარიზში, გამოფენაზე გაგზავნილი ნამუშევრის მეფეთა გერბის გამო. ის მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და თბილისში ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან არსებულ ქალთა სამრევლო სკოლაში ასწავლიდა გოგონებს ხელსაქმეს.„აღათია გოზალიშვილი არის მღვთის მოსავი მოლოზანი, თავმდაბალი და ცხოვრების სამაგალითო თვისებებით დაგვირგვირგვინებული“, – წერს საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე.ნინო ჯვარიძერაბათის უფასო ქალთა სკოლის კურსდამთავრებულია ნინო ჯვარიძე. მან წარმატებით დაასრულა სასწავლებლის ოთხწლიანი კურსი, თუმცა შემდგომ სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო სხვაგან ვეღარ შეძლო. იგი წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას მშობლიურ სასწავლებელში ეწეოდა. ის მესხ გოგონებს ასწავლიდა ხელსაქმეს.რაბათის ქალთა სკოლის მრავალმხრივ მნიშვნელობაზე არაერთი ისტორიკოს საუბრობს და წერს.„...ანა ღოღობერიძის მიერ დაარსებულ სკოლას მრავალმხრივი მნიშვნელობა ჰქონდა. იქ მისული გოგონები იღებდნენ დაწყებით განათლებას და სწავლობდნენ ხელსაქმეს. ე.ი. ხდებოდა მათი პრაქტიკული მომზადება რეალური ცხოვრებისათვის. ... გარდა იმისა რომ უმაღლეს წარმატებებს აღწევდნენ და წარმოაჩენდნენ თავიანთ თავსაც და საქართველოსაც, ამავე დროს ისინი ქართული კულტურის პროპაგანდასაც ეწეოდნენ“, – წერს ისტორიკოსი, ნატო ყრუაშვილი.ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „ამათი ამაგი ქართველ კათოლიკეთ ქალების წყალობით მესხეთს და ჯავახეთის მართმადიდებელ ქართველთ სოფლის ქალებზედ მოეფინება. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის ქართველი ქალები ტანიდან მალე მოიცილებენ თათრულს წითელ ტანთსაცმელს, ფართუკებს და ასეთს არა ქართულ წეს–ჩვეულების სამოსის ნაკრებს, რასაც მძლავრად ამჩნევია ჩვენ მტერთა ოსმალთა განვლილ დროთა დიდი გავლენის ბრჭყალები“.[გულო კოხოძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია