შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბეღურა, რომელმაც ქუთაისს უერთგულა" - დამსახურებული მხატვარი ჯავა ჭეიშვილი გარდაიცვალა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 08 ივლისი 2019

საქართველოს დამსახურებული მხატვარი, დავით კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ჯავა ჭეიშვილი 78 წლის ასაკში  გარდაიცვალა. 

 "ადგილის დედაზე უსაზღვროდ შეყვარებული „ბეღურა", რომელიც ქუთაისში აღიზარდა და მას ბოლომდე უერთგულა ფუნჯით, სიტყვით თუ საზოგადოებრივი საქმიანობით...“,  - წერენ მის შესახებ სამხატვრო გალერეის "ვარლა" გვერდზე. 

  ჯავა ჭეიშვილი წლების განმავლობაში იგი იყო ქუთაისისა და საქართველოს მხატვართა კავშირების გამგეობის წევრი, მუშაობდა საქართველოს სამხატვრო ფონდის ქუთაისის სამხატვრო საწარმო-სახელოსნოების მთავარ მხატვრად. იყო ქალაქის მთავარი მხატვარი. 

  ხუთ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯავა მშობლიურ ქუთაისში გამართული ყველა ვერნისაჟის აქტიური, გამორჩეული სახე გახლდათ, იგი წარმატებით მონაწილეობდა თბილისში, მოსკოვში, უნგრეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და შვეიცარიაში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. სხვადასხვა დროს რამდენიმე პერსონალური გამოფენა ქონდა ქუთაისსა და თბილისში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია