შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვიწრო პარტიული ინტერესებით, გრძელდება საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში- ბურჭულაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40423 
 07 აგვისტო 2019

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმაურება. ოპერის მომღერალი ამბობს, რომ ივანიშვილი ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავდა საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო რანგის ვარსკვლავების ჩამოსვლა ფონდ „იავნანას“ ეგიდით:
"ივანიშვილის ხელისუფლება ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავდა საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო რანგის ვარსკვლავების ჩამოსვლა ფონდ „იავნანას“ ეგიდით და სანთლების ფონზე ვერდის „რეკვიემის“ შესრულება ხალხით გადაჭედილ სპორტის სასახლეში. ისინი ვერასდროს შეაფასებენ აღიარებული ტენორის რამონ ვარგასის გმირობას, რომელიც რამდენიმე საათით ჩამოფრინდა ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და აქციის დასრულების შემდეგ, მაშინვე გაემგზავრა მეტროპოლიტენ ოპერაში სეზონის გასახსნელად. უზომოდ მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება ჩემი კოლეგების, ისინი ჩამოვიდნენ უსამართლოდ დაჩაგრული ქვეყნის მხარდასაჭერად, მეორე დღეს რამდენიმე მათგანი გორში წამოვიდა ჩემთან ერთად დაზარალებულების დასახმარებლად. 
და დღეს რა განცხადებები კეთდება??? ვიწრო პარტიული ინტერესებით, კვლავ გრძელდება საქართველოს დაზიანება და დადანაშაულება ომის დაწყებაში, რაც ერთადერთ მიზანს უწყობს ხელს - დუმის მიერ საქართველოს გენოციდის მომწყობ ქვეყნად გამოცხადებას. 
დიდი იმედი მაქვს ჩემს კოლეგებს, ვინც 2008 წელს საკუთარი კეთილდღეობით გარისკა და ჩვენთან ჩამოსვლით მხარი დაუჭირა საქართველოს, ამ სამარცხვინო განცხადებებს არ უთარგმნიან"- აცხადებს ბურჭულაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია