შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხიხო, არ გამოგივა ამ ქვეყნის მითვისება, გარეთ 21-ე საუკუნეა- გამსახურდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40493 
 10 აგვისტო 2019

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა და ამჟამად გენერალურმა პროკურორმა, ვინმე თადუმაძემ, განცხადების შეტანიდან ერთ თვეში გამოიტანა ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების შესახებ დადგენილება, დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები აბსურდული ბრალდებებით, მაშინ როდესაც ათობით ახალგაზრდას დასახიჩრებისათვის არცერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებიათ, როდესაც პროკურატურაში უამრავ გახმაურებულ საქმეზე მხოლოდ დროს წელავენ და მიმდინარეობს გამოძიება, როდესაც მამაჩემის მკვლელობის საქმეზე უკვე მერვე თვეა (გასული წლის დეკემბერს შიმშილობისას შეპირებიდან) აჭიანურებენ ელემენტარულად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას, და ასე შემდეგ...

ძალიან მარტივადაა ყველაფერი. ბიძინე ცდილობს რეპრესიული მექანიზმებით ჩაახშოს კრიტიკული აზრი, გააჩუმოს მის წინააღმდეგ მებძოლი ყველა ხმა, შეაშინოს და იყიდოს ყველა 2020 წლის არჩევნებამდე!

ხიხო, არ გამოგივა ამ ქვეყნის მითვისება, მისი პუტინისთვის მირთმევა, გარეთ 21-ე საუკუნეა, შენი ბრიყვი, სულგაყიდული მონები ვერ გვაჯობებენ, ვერ შეგვაყრიან თვალში ნაცარს, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯო..."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია