შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ არალში ხიდის სამშენებლო სამუშაოები განახლდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23876 
 14 აგვისტო 2019
ადიგენის სოფელ არალში, მდინარე ოცხეზე გადასასვლელ ხიდთან ტექნიკამ მუშაობა დაიწყო. მშენებელი კომპანია, ამ ეტაპზე, ხიდისა და გზის სავალი ნაწილის შემაერთებელ მონაკვეთს ასწორებს.არალში, 2018 წლის დეკემბრიდან, შვიდი თვის განმავლობაში ხიდის მშენებლობა შეჩერებული იყო, რადგან საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ადგილობრივებს შორის კომპენსაციების გაცემის საფასურზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.„აქ მცხოვრებლებთან უკვე შევთანხმდით და კომპენსაციებიც მიიღეს. შესაბამისად, სამუშაოები განვაგრძეთ. კომპენსაციების რაოდენობა კონფიდენციალურია“, - განმარტავენ დეპარტამენტში.კომპენსაციების სიმცირეზე პრობლემა იმ მიწის ნაკვეთების მეპატრონეებს ჰქონდათ, რომლების ტერიტორიის შესყიდვასაც სახელმწიფო აპირებდა. ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ დეპარტამენტი მათი მიწების სანაცვლოდ, მინიმალურ თანხას - ერთ მეტრში 3.50 ლარს იხდიდა: „არ გვაწყობდა ეს თანხა, მცირე იყო, მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი. რამდენიმე ადამიანი ვიყავით დარჩენილი და სალაპარაკო თემა აღარ იყო. თანხა შეტანილია და გადმომირიცხავენ“, - ამბობს მიწის ერთ-ერთი მესაკუთრე.ადიგენი–უდე–არლის საავტომობილო გზაზე, ხიდის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენი" ახორციელებს. სამუშაოებისათვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამავე თვიდან სამუშაოები შეჩერდა. [თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

შობა პატარა პამაჯში [Photo/Video]