შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება" მძიმე მდგომარეობაშია, ახლა რას უნდა დაპირდეს ხალხს"?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40565 
 14 აგვისტო 2019

2020 წლის საპარლმენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ გუნდის მასშტაბური განახლებაა მოსალოდნელი. ამაზე მინიშნება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, რომელმაც სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ „ყველა თანაგუნდელი, რომელმაც წარმატებით იმუშავა პარლამენტში, გუნდში მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“. 

ვინ მიდის პარლამენტიდან და ვინ დაიკავებს მათ ადგილს მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში? რა ცვლილებას უნდა ველოდოთ და რას მოუტანს ეს „ოცნებას“? 

„არ მგონია, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ იყოს ვინმე, ვისაც მომავალ პარლამენტში ადგილი გარანტირებულად ექნება, რადგან ვნახეთ, რომ ამ შემადგენლობით და ამ მოცემულობით „ოცნებამ“ სრული დისკრეტიდაცია განიცადა და ეს ბიძინა ივანიშვილის თავის სატკივარია. 

„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ისეთი ღირსეული კანიდიდატი, ვისზეც იტყის, რომ „ეს არის მისი სახე“. მათ შეიძლება სურვილი ჰქონდეთ 100%-ის განახლების, მაგრამ არ მგონია ქვეყანაში მოიძებნებოდეს ისეთი ხალხი, ვისაც დღეს „ოცნებაში“ ყოფნა ენდომება,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

„ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მეორე ვადას ამთავრებს და მესამე ვადაში რა უნდა შეცვალოს და რას უნდა დაპირდეს ხალხს?! რვა წლის განმავლობაში ეს ტყუილები საზოგადოების ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო, რაც კი შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარ ამომრჩეველს მიაყენოს. „ოცნებამ“ დაამთავრა მისი მოღვაწეობა ძალიან სამარცხვინოდ. დადგა დრო, რომ „ოცნება“ წავიდეს სახლში და მასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობაც,“ - განაცხადა  ჭიჭინაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა