შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები საქართველოს მოუწოდებენ, რომ მათ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატი არ აირჩიონ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 14 ნოემბერი 2018
პრემიერმა ამის შესახებ, დღეს, 14 ნომებერს, 14:00 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. „ევროპარლამენტარებმა, საქართღველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია. რა თქმა უნდა მე მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა. ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან, დანიშვნა, რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას.ევროპარლამენტარებმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე პარლამენტში ისაუბრეს. აქ საქართველოსა და მოლდოვის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე დებატები გაიმართა. დისკუსია საპრეზიდენტო არჩევნების საკითხსაც შეეხო.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება