შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთავრობას არანაირი გეგმა არ აქვს, ის ძირითადად ოპოზიციასთან ჭიდაობითაა დაკავებული"- შარაშენიძე ბორდერიზაციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40633 
 16 აგვისტო 2019

ელიზაბეთ რუდის განცხადება მთავრობის მიმართაა - ამერიკელებს შესტკივათ გული ჩვენზე და დიპლომატიური ენით რაც თქვეს, ეს ნიშნავს, რომგამოფხიზლდით, ბოლოს და ბოლოსო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.

ის გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადება, რომ ქართველები ერთმანეთის კრიტიკის მაგივრად, ოკუპაციის მიერ შექმნილი პრობლემის წინაშე უნდა გაერთიანდნენ.

კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს დიპლომატის ეს განცხადება იმას, რომ აშშ საქართველოს ოპოზიციასა და მთავრობას მოუწოდებს, აღარ იკინკლაონ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, შარაშენიძემ განაცხადა, რომ „ეს განცხადება პირველ რიგში, სწორედ ამას გულისხმობს“.

„ომის თემა ძალიან პოლიტიზირებულია და ქვეყანას მრავალმხრივ აზიანებს. ამ ფონზე, როდესაც გადმოაქვთ საოკუპაციო ხაზი შიგნით, ვიღებთ რეალობას, რომ ქართველები შიგნით ერთმანეთს ხოცავენ. მთავრობას არანაირი გეგმა არ აქვს და ის ძირითადად ოპოზიციასთან ბრძოლითა და ჭიდაობითაა დაკავებული, რათა დაამტკიცოს, რომ ის უფრო მართალია, ვიდრე ოპოზიცია. ეს კატასტროფული სიმართლეა, რომელშიც ვცხოვრობთ. ვფიქრობ, როცა მსგავს საკითხებზე მთავრობა სტრატეგიას ადგენს, იქ ყველა უნდა ჩართოს, მათ შორის ოპოზიციაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არანაირი გეგმა არ აქვთ და ყოველთვის საოკუპაციო ხაზის გამოწევას ხვდებიან განცხადებებით, რომ ეს სააკაშვილის ბრალია, ყველას ბრალია, ოღონდ ჩვენი არაო. ამერიკელებს შესტკივათ გული ჩვენზე და დიპლომატიური ენით რაც თქვეს, ეს ნიშნავს, რომ გამოფხიზლდით, ბოლოს და ბოლოს. ეს ყოველთვის მთავრობის მიმართაა, როდის იყო, საელჩო განცხადებას ოპოზიციის მიმართ აკეთებდა. თუმცა, ხანდახან მთავრობის განცხადებების მოსმენისას შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას ოპოზიცია მართავს“, - განუცხადა შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია