შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში არსებულ სილამაზის სალონებსა და სამკერვალოებში ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქ მომუშავე ქალების უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია. ისინი ყოველდღიურად ათობით ადამიანის გემოვნებაზე ფიქრობენ და ცდილობენ შემკვეთი კმაყოფილი გაუშვან. სალონებსა და სამკერვალოებში მომუშავე ქალების ნაწილმა უმაღლესი განათლების მიღებაზე უარი თქვა, ნაწილმა სწავლა მიატოვა, სხვებმა კი განათლების მიღების შემდეგ, უპირატესობა მაინც ხელობას მიანიჭეს და შემოსავლის წყარო საყვარელ საქმიანობად აქციეს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 13 ნოემბერი 2018
სვეტლანა თათევოსიანი 20 წლისაა. წელს, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ჩააბარა და 1+4 პროგრამაზე სწავლობს. დღის პირველ ნახევარში უნივერსიტეტშია, შუადღიდან კი სილამაზის სალონში მანიკურს აკეთებს. ამბობს, რომ ეს საქმე უყვარს და უმაღლესი განათლების მიღებამდე, დამოუკიდებლობისთვის ხელობას დაეუფლა: "ექვსთვიანი კურსი გავიარე ერევანში, შემდეგ ახალციხეში ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე. უკვე ექვსი თვეა ვმუშაობ, პარალელურად, უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსზე ვარ, მინდა პროგრამისტი გავხდე, მაგრამ ჯერ არ ვიცი მივატოვებ თუ არა ხელობას. ეს საქმე ძალიან მიყვარს". სვეტლანა მიიჩნევს, რომ მანიკურის გაკეთებისას, მომხმარებლების უსაფრთხოებისათვის, ყველაზე მთავარი ხელსაწყოების სტერილიზაციაა: "მინდა ცოდნა გავიღრმაო, ქიმიური მანიკურის გაკეთებას ვისწავლი ანუ ადამიანს, ვისაც ფრჩხილზე აქვს რაიმე დაავადება, შევძლებ, რომ მოვაცილო და ლაქი წავუსვა".ელმირა – "კიდევ ერთხელ რომ დავიბადო, ისევ ამ ხელობას ავირჩევდი".
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია