შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავი იწვის

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8040 
 15 აგვისტო 2019
სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი დაახლოებით 14:10 წუთზე შენიშნეს, რასაც წინ დაკვამლიანება და ელექტროენერგიის გათიშვა უძღოდა.

სამცხე-ჯავახეთის სამსახრეო ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ხანძარი სახურავიდან გაჩნდა, სადაც ელექტროენერგიის სადენებია გაყვანილი.

გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ევაკუაცია მაშინვე გამოცხადდა და ცეცხლწაკიდებული შენობა მან ყველაზე ბოლოს დატოვა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სახურავის ახდის სამუშაოები, რათა ოთხმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ წყლის დასხმა დაიწყოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

ადმინისტრაციულ შენობაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და რამდენიმე ააიპ-ია განთავსებული. 

წყარო: ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი

გთავაზობთ,ფოტო-კოლაჟს:












სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება