შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის ძალოსანთა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/qutaisis-zalosanta-gunduri-meore-adgili-daikava 
 18 აგვისტო 2019

 ქუთაისის ძალოსანთა ნაკრებმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს, ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ძალოსნობაში ქვეყნის ჩემპიონატი დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასპარეზობის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე 96, 102, 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ. 
ქუთაისის ძალოსანთა გუნდმა წინა დღეების მონაგარი დღეს კიდევ ორი მედალით შეავსო. 96კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ირაკლი გობეჯიშვილი, ამავე წონაში ვერცხლის მედალს დაეუფლა ზაზა ლომთაძე.


შეგახსენებთ, რომ იქამდე ქუთაისელთაგან ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61კგ) მოიპოვა, ვერცხლის პრიზიორები გახედნენ: გურამ გიორბელიძე(67კგ), ძმები ნოდარ (89კგ) და ედუარდ (81კგ) კაკაბაძეები, ბრინჯაოს მედალს კი გიორგი ლომთაძე (73კგ) დაეუფლა.

გამარჯვებულ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდნენ, სადაც პირველი ადგილი აჭარამ მოიპოვა 246 ქულით, მეორე ადგილზე ქუთაისი გავიდა 241 ქულით, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი საჩხერის გუნდი გახდა 236 ქულით, რომლის რიგებშიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გამოდიოდა. მან ახალი რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა საქართველოს ჩემპიონატზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მის მიერვე დამყარებულ მაოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს!

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია