შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ახალციხეში დედის მიერ ხუთი წლის შვილის ცემის გამო, მინდობით აღზრდაში გაყვანილი არასრულწლოვნები, საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 13 ნოემბერი 2018
"სააგენტო ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა, ამ ეტაპზე, მამა დაფიქსირებულია ბავშვების გამყვან პირად და კანონმდებლობის თანახმად, 10 დღის ვადით გაიყვანა არასრულწლოვნები. ვაკვირდებით პროცესს და შემდგომში ვიმოქმედებთ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე", – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.შეგახსენებთ, რომ 37 წლის ქალს, ხუთი წლის შვილის ცემის გამო, ბავშვები 21 სექტემბერს ჩამოართვეს და შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. 112–ში ზარი მეზობლსგან შევიდა.მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეორე დღეს, 22 სექტემბერს იმსჯელა და გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. ამასთან ერთად, 37 წლის ქალი მოსამართლემ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1 000 ლარითაც დააჯარიმა. ასევე, დედას შვილებთან ერთი თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. გოგონას დედა აცხადებს, რომ მას შვილისთვის არ დაურტყამს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია