შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აქ მუდამ მოღალატენი სჭარბობდნენ და სჯაბნიდნენ პატრიოტებს..."- გამსახურდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40658 
 18 აგვისტო 2019

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"აი, საისტორიო სირცხვილია ეს დედამოხნული ქოცმთავრობა! მადამ პუარე ლოპოტაზე ისვენებს, გორის მერი - გონიოში, და თავის ქალაქში ჩასვლითაც არ იწუხებს თავს, შვებულებაში ვარო, ეს ქინძი პრემიერუშკა რუსეთში მიმავალ მაგისტრალს არეკლამებს და გასუსულია, ხიხო, ამათი მარჩენალი, საერთოდ გამქრალია...

ამასობაში, რუსები ნაწილ-ნაწილ გლეჯენ ქვეყანას, ხალხს სახლებიდან იტაცებენ, დოლარი სამი ლარი გახდა, ხალხი შიმშილობს, სამღვდელოება ვეღარ ძღება და აღარაფერს უწევს ანგარიშს (ყინწვისის ტაძრის ამბავი), ინსტიტუციები ქაღალდზეღა არსებობს, ანაკლიის ანტირუსული პროექტი ჩაძირეს, სერიოზული, დასავლური ინვესტიციები არ შემოდის, ადამიანები ქვეყნიდან გარბიან...

აი, ისტორიაში რომ წაგვიკითხავს, რას სჩადიოდნენ მოღალატე ქართველი თავადები, როდესაც ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იშლებოდა და ღატაკდებოდა, ისინი კი სამღვდელოებასთან ერთად მტერს ეკვრებოდნენ და ფუფუნებისთვის საკუთარ ხალხს ყიდიდნენ, ასეთი პერიოდი უდგას საქართველოს. ესაა ტრადიციული ქართული მმართველობა, შეიძლება ითქვას, თუ ასეთი პერიოდების ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ. დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, სოლომონი, აშკარა უმცირესობაში იყვნენ, აქ მუდამ მოღალატენი სჭარბობდნენ და სჯაბნიდნენ პატრიოტებს.

მხოლოდ რკინის ხელით თუ ეშველება რამე ამ ქვეყანას, რომელიც რკინის შანთით ამოშანთავს ამათ და ამათ აზროვნებას!!!

აბატონო, ვისაც არ გჯეროდათ ისტორიის წიგნების, ახლა უყურეთ...

პ.ს. როგორი კანონზომიერი იყო მამაჩემის დამხობა, აბა, ისეთი კაცის ადგილი აქ იქნებოდა?! JEDEM DAS SEINE!"- წერს გამსახურდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია