შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შოთაობის სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23929 
 19 აგვისტო 2019
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, „შოთაობის“ დღესასწაული 28 სექტემბერს ასპინძის სოფელ რუსთავში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დღესასწაულის პროგრამით გათვალისწინებულია: საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა;მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ;გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება;კულტურული ღონისძიებების პარალელურად, იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში. "შოთაობის" სახალხო დღესასწაული 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და მან რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, "შოთაობა" ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება."ვარძიის ტერიტორიაზე მშენებლობებია. ადგილი აღარ არის, სადაც შეიძლება ჩავატაროთ ღონისძება და გადმოვიტანეთ ისევ რუსთავში. ადგილი, სადაც გასულ წელს გავმართეთ ღონისძიება კერძო მესაკუთრისაა და ადრე ვიღებდით ხოლმე ნებართვას. ახლა, უბრალოდ, ისევ დავაბრუნეთ თავის ადგილზე და ჩატარდება რუსთავში", - აცხადებს ასპინძის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ოთარ ცინაძე. შოთაობისთვის ტენდერი 20 313 ლარზე ცხადდება, წინადადებების მიღება 22 აგვისტოს დასრულდება. ამავე თემაზე ნახეთ:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია