შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახმეტა-თიანეთის გზის მშენებლობა 2019 წლის თებერვალში დასრულდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 14 ნოემბერი 2018

საქართველოს საავტომობილი დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები განახლებული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც 20 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება.
„თიანეთი-ახმეტის 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე, აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი. გარდა ამისა, დაგეგმილია წყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზა, თიანეთში იწყება და ახმეტაში სრულდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
პროექტი, რომლის ღირებულება 18 965 000 ლარია, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია