შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტორპედომ" ევროპალიგის საკალიფიკაციო ეტაპზე 774 707 ლარი გამოიმუშავა

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 25 ივლისი 2019

 "ტორპედო" ევროთასებს გამოეთიშა. "ტორპედომ" შინ ყაზახურ "ორდაბასისთან"  ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა. გუნდმა საქართველოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში ქულები ვერ მოუტანა. 
 
რაც შეეხება უეფასგან მიღებულ თანხას, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 000 ევროს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით 774 707 ლარია. თანხას "ტორპედო" ევროთასების სეზონის ბოლოს მიიღებს. ინფორმაციას "სპორტალ.ჯი" ავრცელებს.

თანხა გამოუმუშავეს თბილისის "საბურთალომ", საჩხერის "ჩიხურამ" და თბილისის "დინამომ", სულ ჯამში ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე ამ დროისთვის 1 900 000 ევრო გამოიმუშავეს.

ქუთაისის გუნდში პრობლემები ამ დრომდე რჩება. გუნდმა ფინანსური პრობლემები ვერ მოაგვარა, რის გამოც "ტორპედო" წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს.

ამასთან, პრობლემებია ქუთაისის სტადიონზე, რის შესახებაც "ნიუპრესი" ერთი თვის წინ წერდა. მოედანზე შეიცვალა საფარი, თუმცა მერიამ დაანონსებული სამუშაოები არ განახორციელა, რის გამოც ევროპალიგის თამაშები ქუთაისში ვერ გაიმართა. 

 

ქუთაისი ევროპა ლიგის თამაშებს ვერ უმასპინძლებს

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია