შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თემურ ხუციშვილი: დირექტორი ჩემს წინააღმდეგ ბავშვებს წვრთნიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23993 
 25 აგვისტო 2019
რვა თვის წინ, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი თემურ ხუციშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს, თუ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, როგორ ცდილობდა ცილისმწამებლური საყვედურებით მისი სკოლიდან გათავისუფლებას.„განუწყვეტლივ მიწყობდნენ სხვადასხვა პროვოკაციებს ნაცადი ხერხებით დირექციის წარმომადგენლები,მოსწავლეებს ეუბნეოდნენ:“თემურის გაგდება გვინდა და აბა თქვენ იცითო“; ამის შესახებ მაფრთხილებდნენ მშობლებიც, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.(სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ გაბედეს ამის ხმამაღლა თქმა)“,–ამბობს თემურ ხუციშვილი.მისივე თქმით, დირექტორის დაგეგმილ პროვოკაციებში ჩართულნი იყვნენ, მანდატურები და სამეურვეო საბჭოს წევრებიც. ხუციშვილი ამბობს, რომ ინგა ვარდიძეს, მის წინააღმდეგ გადაბირებული ყავდა ბავშვები და მათი მშობლებიც: „დირექცია ვითომ შერჩევით იბარებდა ბავშვებს,არა და ეს ბავშვები იყო დირექციის მიერ გაწვრთნილი,მომზადებული ჩემს წინაარმდეგ პროვოკაციებისათვის. ზოგჯერ დღეში ორჯერ ჩაუტარებიათ მშობელთა კრება ერთსა და იმავე კლასში,სადაც მე მამუშავებდნენ და ითხოვდა დირექცია ჩემს წინააღმდეგ დაეწერათ განცხადება, რათა გამოვსულიყავი იმ კლასიდან“. წერილში ვკითხულობთ, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომებზე, დირექტორი ზეწოლას ახდენდა იმ ბავშვებზე, რომლებიც გათავისუფლებულ მასწავლებელს მხარს უჭერდნენ და მოსწავლის მიმართა ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფდნენ. „ე.წ.სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბავშვების ე.წ.დაკითხვას ძირითადათ აწარმოებდა დირექტორი და სასწავლო ნაწილი; როცა ბავშვი იტყოდა მასწავლებელს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია მოსწავლისთვისო, მაშინ დირექციის წამმომადგენლები მკაცრად ეუბნეოდნენ :“აკი მაშინ სთქვი,რომ მიაყენაო?“როცა გაკვირვებული ბავშვი წამოიყვირებდა მე არ მითქვამსო,მაშინ სიცილ ხარხარით ამთავრებდნენ ე.წ.დაკითხვას“.თემურ ხუციშვილი, ფეისბუქით გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ დირექტორი მას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და ეუბნება, რომ ამის დასამტკიცებლად სატელეფონო ჩანაწერებიც აქვს.„მშობლებზე და მოსწავლეებზე თურმე მე ვახდენდი გავლენას და მათ ვამუშავებდი,ამის სატელეფონო ჩანაწერები აქვთ თურმე ;ჯერესერთი რაუფლებით მისმენდა,მეორეც მოვითხოვ სასამართლომ ამოიღოს ჩემი და ქ.ინგას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და შეისწავლოს“–წერს ხუციშვილი. თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო, 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა, ორ სექტემბერს არის ჩანიშნული.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება