შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძაში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24006 
 27 აგვისტო 2019
ასპინძის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ჩემპიონატი, ააიპ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ასევე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ტარდება.დებულების თანახმად, ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შექმნლია სამგუნდიანი ქვეჯგუფები, გამარჯვებული ერთი გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ჩემპიონატზე.ასპინძის მუნიციპალიტეტის „MASTER LEAGUE–ს“ ჩემპიონატში მონაწილეობს, ასპინძის „ვარძია“, სოფელ ძველი-ორგორისა და იდუმალა-ოშორის გუნდები.ჩემპიონატის ფარგლებში, პირველი შეხვედრა 24 აგვისტოს გაიმართა, სადაც ერთმანეთს სოფელ ზველის სტადიონზე, ზველი-ორგორის ნაკრებმა იდუმალა-ოშორის გუნდს უმასპინძლა. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მატჩი იდუმალა-ოშორის ნაკრები გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.თამაშს მოსახლეობასთან ერთად ასპინძის მერიის ხელმძღვანელი პირები და ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
მულტიმედია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ზამთრის ცოლები