შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ანთაძე: „ოსური დელეგაციის წევრები შეხვედრის დატოვებით იმუქრებოდნენ“

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12522 
 29 აგვისტო 2019
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციების და მათზე რიაგირების მექანიზმების სამუშაო შეხვედრა დღის წესრიგის მიხედვით ვერ წარიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანთიძემ განუცხადა. მისი თქმით, 10 საკითხიდან დღეს მხოლოდ 1 საკითხზე ისაუბრეს. ,,შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ IPRM -ის ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ IPRM-ი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შესაძლებალია განხილული იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ მორიგ ჯერზე ჩაშალეს შეხვედრა,“-ანაცხადა ანთაძემ. ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანასთან ახალი ქართული საგუშაგოს გახსნას დე-ფაქტო ხელისუფლების მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოკუპირებულ სოფლებში, გვირგვინასა და წნელისში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტომ ,,რია ნოვოსტიმ" გაავრცელა. ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ მოსახლეობას დე-ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაიცავენ. სააგენტოს ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოკ-საგუშაგოები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განათავსა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია