შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსთავი 2-იდან ურეკავენ ჟურნალისტებს და ხუთნიშნა ხელფასებს სთავაზობენ"- ნოდარ მელაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40900 
 29 აგვისტო 2019

"დღეს გვაქვს ძალიან სამწუხარო რეალობა - "რუსთავი 2"-ს აკონტროლებს ხელისუფლება"- ეს განცხადება R2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ გააკეთა. 
ჟურნალისტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ "რუსთავი 2"-იდან წამოსულ ჟურნალისტებს ურეკავენ და არხზე დაბრუნების სანაცვლოდ ხუთნიშნა ხელფასს სთავაზობენ. 

"რაც შეეხება ადამიანებს, რომლებზეც საუბრობდნენ, რომ შესაძლოა ისინი დაბრუნდნენ "რუსთავი 2"-ში, მათთან მოლაპარაკებები რა თქმა უნდა არის. ამ ჟურნალისტებს ურეკავენ და სთავაზობენ ოქროს კოშკების აშენებას. ზოგოერთ მათგანს, საინფორმაციოს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს იყო საუბარი ხუთნიშნა ხელფასების დანიშვნაზე მათთვის. ჟურნალისტებისგან მათ მიიღეს პასუხი, რომ ისინი არ ვაჭრობენ საკუთარი თავისუფლებით. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, თუ ვინ შეიძლება იქ მიბრუნდეს, ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასბსოლუტური უმრავლესობა იგივე პოზიციაზეა, როგორზეც იყო"- თქვა მელაძემ. 
მისი თქმით, "კურიერის" ჟურნალისტების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა განაცხადი, რომ ისინი პროსახელისუფლებო არხზე მუშაობას არ აპირებენ. 
"რუსთავი 2" ყველა ვარიანტში პროსახელისუფლებო არხი იქნება. მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ეძებენ ჟურნალისტებს და სთავაზობენ - არ გინდა "რუსთავი 2"-ში მუშაობა?!პოლიტიკოსები, ხელისუფლების გავლენიანი პირები არჩევენ წამყვანებს და სთავაზობენ რაიმე ფორმით უკან შეიტყუონ. ეს არხი როგორ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს?!"- აღნიშნა მელაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა