შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ივანიშვილმა თქვა, აღმშენებლობას დაინახავთო, აბა, აღმშენებლობა?”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40907 
 29 აგვისტო 2019

“რუსთავი 2”- ის ამბავს იმდენად განვიცდი და ცუდად ვარ, საერთოდ აღარ ვრთავ ტელევიზორს, – ამის შესახებ განცხადებას მომღარალი ბუბა კიკაბიძე აკეთებს.

„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, “რუსთავი 2”-ს თუ გამორთავთ, ქვეყანაში მხოლოდ აღმშენებლობას დაინახავთო, ველოდები, აბა, აღმშენებლობა?!. “რუსთავი 2″- ის ამბავს იმდენად განვიცდი და ცუდად ვარ, საერთოდ აღარ ვრთავ ტელევიზორს. ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა, შესანიშნავი ჟურნალისტები არიან, პროფესიონალიზმით გამორჩეული და საერთოდ ვთვლი, რომ ნიკა გვარამიას მსგავსი მენეჯერი, საქართველოში მეორე არ არის! მე მაინც ოპტიმისტი კაცი ვარ და მჯერა, რომ მალე გახსნიან ახალ ტელევიზიას და ყველაფერი კარგად იქნება! თუ რამეში დავჭირდი, გვერდით დავუდგები, ჩემი თავი ენაცვალოთ მაგათ!”, – ამბობს ბუბა კიკაბიძე „კვირისპალიტრასთან”.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება