შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უზარმაზარი ღრიჭოები, სადაც მღრღნელები დათარეშობენ"-რა ხდება ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40917 
 30 აგვისტო 2019

კინორეჟისორი, მკვლევარი, ავტორი წიგნებისა: "გურული მხედრები ამერიკაში", "ერთხელ ამერიკაში - უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები", "უაილდ ვესთის მხედრები", "ერთი მუჭა ვესტერნი", ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში ლანჩხუთში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მეზეუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მუზეუმში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: 

"ეხლა ვიყავი ეგნატეს მუზეუმში ბევრი რამ გაუკეათებიათ, ენთუზიასტები არიან მუზეუმის თანანშრომლები, მარა საგამოფენო სახლი სავალალო მდგომარეობაშია, შუქი არ არის, უზარმაზარი ღრიჭოები სადაც მღრღნელები დათარეშობენ. ვისაც ევალება რაიონის ხელმძღვანელობიდან იქნებ მიხედოთ შენობას, რომელიც დანგრევის პირასაა"-წერს მახარაძ.

ცნობისთვის, გასულ წელს ლანჩხუთში, სოფელ   არჩეულში მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

გურული ტიპის ოდა-სახლი აგებულია წაბლის ხის მასალისგან. იგი ერთსართულიანია, შემდგარია ქვის ბოკონებზე და შედგება სამი ოთახისგან.

სახლ-მუზეუმს რიკულებიანი აივნები ამშვენებს, რომლებსაც ხის კიბი აქვს და გადახურულია მარსელის კრამიტით. სამივე ოთახში განთავსებულია ბუხარი.

სახლი საგვარეულო იყო. იგი ეკუთვნოდა ეგნატე ნინოშვილის მამას, ბიძას და მამიდებს. ოთახებში განთავსეულია მათი მემორიალური ნივთები. სახლს გარშემო აკრავს ნაკრძალი ტყე, ასწლოვანი ხეებით. ტერიტორიის საერთო ფართობი 7 ჰექტრამდე აღწევს.

"ეზოში სულ სამი შენობაა. ერთი გავარემონტეთ და იქ გადავიყვანეთ ადმინისტრაცია. სავალალო მდგომარეობა არის საგამოფენო დარბაზში, სადაც განთავსებულია მწერლის პირადი  ფოტოები და ნივთები.

პროექტი მზად გვაქვს ამ შენობის რეაბილიტაციაზე და ველოდებით დაფინანსებას, თანხის მოპოვების შემთხვევაში დაიწყება სამუშაოები-გვითხრეს ლანჩხუთის მერიის ადმინისტრაციაში. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია