შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24034 
 30 აგვისტო 2019
ფოტო: რადიო თავისუფლებასაგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.„მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას. საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.ინფორმაცია ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ 28 აგვისტოს საღამოს გავრცელდა.„რეგინფომ“ ცხინვალის მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბიოლოვის დავალებით ზნაურის რაიონის სოფელ წნელისსა და გვირგვინასთან ჯავშანტექნიკით შემოვლა განახორციელეს. სოფელი წნელისი და სოფელი ჩორჩანა ერთმანეთის მიმდებარე სოფლებია.წნელისში იყო ჩასული თავად ბიბილოვიც. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველები სოფელთან ახლოს ბლოკ-პოსტის მოსაწყობად სამუშაოებს აწარმოებენ და ქართულ მხარეს პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 29 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რგნეთში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაშალეს.ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.მისი ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია დაიჭირეს, რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი იმის შესახებ, რომ ქართულ პოლიციას დაეტოვებინა ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას ტერიტორია და დაემუქრნენ ფორმატის ფუნქციონირებას.„ამ ფორმატში ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. ნებისმიერი ულტიმატუმი იმის შესახებ, თუ სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.სოფელ ჩორჩანასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფება. მისი განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში შსს–ს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს.„ასევე, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით დარეგულირდეს ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

SKკულინარია: ფახლავა [ვიდეო]