შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხინვალმა ქართულ მხარეს საგუშაგოს ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24036 
 30 აგვისტო 2019
ფოტო: ია თინიკაშვილიპოსკონფლიქტურ საკითხებში ცხინვალის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა განაცხადა, ტექნიკური ხასიათის შეხვედრა საგუშაგოს აღმართვის ტერიტორიაზე გაიმართება.დე ფაქტო საგარეო უწყების დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქართული მხარის ქმედებები გაცნობიერებულად და დემონსტრაციულად სიტუაციის გამწვავებას ემსახურება, რაც “სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის მთლიან რეგიონში”.ოსური მხარე აცხადებს, რომ შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში შესაბამისი კონტრქმედებები იქნება გამოყენებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და “სრულ პასუხისმგებლობას შესაძლო შედეგებზე საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს” აკისრებს.ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ტექნიკური შეხვედრა დღეს, 12 საათზე ჩორჩანას სიახლოვეს გაიმართება.ოსური მხარის ულტიმატუმი, ქართულ მხარეს დღეს, 30 აგვისტოს დილის 6-ზე საგუშაგო პოსტი დაეშალა, თბილისმა არ შეასრულა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია