შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართულ მხარეს და დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8092 
 30 აგვისტო 2019
სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, ქართული მხარე მოწოდებულია იმისთვის, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს.

„ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი… მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა.

ჩვენი პოზიცია იქნება ისეთი, რომელიც წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი პოლიციის საგუშაგო, ბლოკ პოსტის განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მომენტისთვის“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
ტელეკომპანია ბორჯომი

საქართველოში გლოვის დღეა

საზოგადოება