შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს- ბურჯანაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40982 
 02 სექტემბერი 2019

პარტია “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პრემიერ მინისტრის გადადგომას აფასებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იღებს, დანარჩენი ყველა ჭადრაკის ფიგურაა.

“სინადვილეში საქართველოში არავის აქვს აზრის გამოხატვის უფლება, რადგან ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი - ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ყველა დანარჩენი ჭადრაკის ფიგურები არიან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ექს-პრემიერის მამუკა ბახტაძის ერთ წლიან მუშაობას საკმაოდ კრიტიკულად აფასებს.

“ბატონი ბახტაძის განცხადება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. როგორც მან თქვა, მისი მიზანი იყო ქვეყნის განვითარების გეგმის შექმნა და სპეციალური სტრატეგიული სახელმძღვანელო გააკეთა. მან შექმნა სახელმძღვანელო, როგორც ოდესღაც ლენინმა შექმნა.  სამწუხაროა, რომ ეს ქვეყანა არაა, მაგრამ 2020 წელს ეს აუცილებლად შეიცვლება“, - განაცხადა რადიო “სპუტნიკთან“ საუბაში ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს დილით დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობას 2018 წლის 20 ივნისიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ის ფინანსთა მინისტრი იყო. ბახტაძე პოსაბჭოთა ქვეყნებში, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია