შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40709 
 04 სექტემბერი 2019

ქალაქ გურჯაანში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 941 595 ლარია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრისთვის, ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, ადგილი უკვე გამოყოფილია.

გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.

თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება: ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც  დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი. ასევე, ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები.

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია