შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მერიამ ,,გლეხური ბაზარი” დააჯარიმა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40743 
 06 სექტემბერი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,გლეხური ბაზარი” 4000 ლარით დააჯარიმა.

როგორც knews.ge-ს მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა შორენა ბაზერაშვილმა განუცხადა, ბაზრის დირექციამ უწყებაში მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები წარადგინა, თუმცა ნებართვას არ დაელოდა და მშენებლობა ისე დაიწყო.

მისი თქმით, ბაზრის დირექცია სწორედ უნებართვო მშენებლობის გამო დაჯარიმდა.

,,ბაზრის ადმინისტრაციამ მშენებლობასთან დაკავშირებით დოკუმენტები წარმოადგინა მერიაში. ისინი შესაბამის ნებართვას არ დაელოდნენ და ისე დაიწყეს მშენებლობა. უკანონო მშენებლობის გამო მერიამ 4 ათასი ლარით დააჯარიმა გლეხური ბაზარი.

აღნიშნულ საკითხზე ბაზრის ადმინისტრაციას სიტყვიერად უკვე ეცნობა. დაჯარიმების შესახებ ოფიციალური ბრძანება რამდენიმე დღეში ჩაბარდებათ. საჯარიმო თანხა ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საურავის სახით კიდევ 4 ათასი ლარი დაეკისრებათ და მერია თანხას აღსრულების ძალით ამოიღებს”,- განუცხადა knews.ge-ს შორენა ბაზერაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია