შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ მამხუტის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 16 ნოემბერი 2018

სოფელ მამხუტის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება- შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა დაიწყო.

სოფელ მამხუტში 825 გრძივ მეტრზე, ნოემბრის ბოლომდე, 18 სმ სისქის ბეტონის გზა დაიგება.
ინფრასტრუქტურულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკა მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.

მამხუტის გზის მშენებლობის დაფინანსების გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ეფექტური კომუნიკაციის შემდეგ მიიღო.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება