შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24174 
 11 სექტემბერი 2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორი ლეტალურად დასრულდა. გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 20-დან 40 წლამდე ქალებსაც მოუწოდებს აცრა გაიკეთონ, მსგავს შემთხვევეში ბავშვიც დაცული იქნება.ამირან გამყრელიძემ გეგმური იმუნიზაციით მოცვის პრობლემებზეც ისაუბრა. „წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამი თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება