შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციიდან ვერცერთი ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება თუ რა უნდა მოხდეს მომავალში- თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41280 
 14 სექტემბერი 2019

ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციაში არ შევლენ „ქართულ ოცნებასთან“.

„ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის და მისი ერთი ან ორი ლიდერის მხრიდან დანარჩენ ოპოზიციაზე მათი ხედვისა და დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა. პირდაპირ გეტყვით, საზოგადოების დაკვეთაა, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და არჩევნების შედეგების გათვალისწინებით გადაწყდეს, თუ ვინ აიღებს მმართველობაზე პასუხისმგებლობას, იქნება ეს ერთი გამარჯვებული პარტია ოპოზიციასთან ერთად, თუ იქნება პარტია, რომელიც საკმარის ხმებს მიიღებს ამისთვის. შესაბამისად, ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან, ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. ეს არის მომავლის საქმე და ესაა არჩევნების გადასაწყვეტი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე დასძინა, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს საარჩევნო ყუთების გვერდის ავლით დღის წესრიგის წინასწარ დალაგება.

„ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს არჩევნების გვერდის ავლით დღის წესრიგის წინასწარ დალაგება და ოპოზიციიდან ერთი ან ორი ადამიანის მხრიდან იმის განსაზღვრა, რაც არა მათ, არამედ მთელმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს არჩევნებით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია