შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩვენთან იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთი უყვარს, დასცინიან - ფინეთის პრეზიდენტი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41275 
 14 სექტემბერი 2019

უკრაინიაში ვიზიტად მყოფმა ფინეთი სპრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში, იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთი უყვარს დასცინიან. ეს განცხადება მან იალტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლის დროს გააკეთა.

"ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის საკმარისად ხანგრძლივი და რთული გამოცდილება გაგვაჩნია. ფინელები, რომლებსაც რუსეთი უყვარს ძალიან ცოტაა, მათ ძირითადად დასცინიან," - განაცხადა მან.

ნიინისტემ იმ ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებიც რუსეთიდან მოდის და განაცხადა, რომ აუცილებელია დროულად იქნას მიღებული მისი საწინააღმდეგო ზომები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია