შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24201 
 13 სექტემბერი 2019
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ დამატებითი საგნების ჩამონათვალში ცვლილებები დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლებლად აბიტურიენტებმა გამოცდა ძირითადად ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში უნდა ჩააბარონ.კონკრეტულ პროგრამებზე ჩასაბარებელი საგნების სია ასეთია:- ქართული ფილოლოგია : ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია;- ინგლისური ფილოლოგია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია;- ისტორია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია;- ინფორმაციული ტექნოლოგიგები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა;- ეკოლოგია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;- სამართალი: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;- საჯარო მმართველობა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;- ბიზნესის ადმინისტრირება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;- აგრონომია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა;- ეკონომიკა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა;- დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია ან მათემატიკა.რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:1. ქართული ენა და ლიტერატურა;2. უცხოური ენა;3. ბიოლოგია;4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.აბიტურიენტების ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას იწყებს. ღია კარის დღე 17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია