შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24202 
 14 სექტემბერი 2019
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 14 სექტემბერს, დაახლოებისთ 09:30 საათზე მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "უაზისა" და "ფორდის" მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად, "უაზში" მყოფი ერთი მგზავრი დაშავდა."უაზი დავინახე, გზიდან იყო გადასული და მიწაში ჩარჭობილი ცხვირით. პატრულიც ადგილზე იყო", – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საავადმყოფოს ინფორმაციით, შუახნის ქალს დაჟეჟილობები აღენიშნება: "ასაკოვანი ქალი შემოიყვანეს, სტაბილური მდგომარეობა აქვს, ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნება, მოტეხილობები არ არის. რჩება ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ", – განმარტავს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ხათუნა კეკელაშვილი.საქმეზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია