შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარემოს გულისთვის - ზამთრის სკოლა სტუდენტებისთვის

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 19 ნოემბერი 2018
USAID/WMTR II პროგრამა, რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლაში გარემოს გულისთვის. პროგრამში მონაწილეობა შეუძლიათ: აჭარის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქალაქ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც აინტერესებთ გარემოსდაცვითი საკითხები და სურთ თავისი წვლილი შეიტანონ პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. შერჩეული სტუდენტები 2 დღის განმავლობაში გაივლიან ტრენინგს ნარჩენების მართვის თემებზე, შეისწავლიან პრეზენტაციის გაკეთების და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ–ჩვევებს. ხოლო თებერვლის თვიდან, USAID/WMTR II პროგრამასთან თანამშრომლობით, ჩაატარებენ სემინარებს აჭარის, შიდა ქართლის, კახეთისა და თბილისის 6–12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი. ზამთრის სკოლა ჩატარდება 2 ნაკადად დეკემბერში და იანვარში: მსურველებს, რეგისტრაცის გავლა შეუძლიათ 3 დეკემბრამდე.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია