შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 19 ნოემბერი 2018
გორის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინატეობს. გასულ წელთან შედარებით 8 მილიონით გაიზარდა ბიუჯეტი. ცვლილება, შევიდა ბიუჯეტის ფორმირების წესში. მომავალი წლიდან მუნციპალიტეტების დაფინანსება დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მოხდება. 2019 წლიდან ბიუჯეტი განისაზრვრება დამატებითი ღირებულების გადასახადების (დღგ) გათვალისწინებით. 50% - მიდის თბილისის ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 50%-ი ნაწილდება ყველა მუნიციპალიტეტზე, აქედან გორის მუნიციპალიტეტი მიიღებს 3,8%-ს. 2019 წლის გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 39 109 ათ. ლარით განისაზღვრა. მათ შორის: გადასახადები შეადგენს - 38559.0 ლარს, რომელიც თავის მხრივ შედგება დამატებითი ღირებულების გადასახადის - 28511,0 ლარისა და ქონების გადასახადის - 4600,0 ათასი ლარისაგან. გრანტებიდან მიღებული თანხა შეადგენს - 1424,6 ათას ლარს, აქედან საქართველოს მთავრობიდან მიღებულ ტრანსფერი შეადგენს - 303,0 ათასი ლარის, ხოლო სხვა ქვეყნებიდან მიღებული გრანტი - 1121,6 ათ. ლარს. სხვა შემოსავლები შეადგენს - 4023,4 ათ ლარს, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 550,0 ათ. ლარის.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია