შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ არანაირად არ მიგვიღებენ ნატოში, ხაერივით გვჭირდება დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან" - ადა მარშანია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41329 
 17 სექტემბერი 2019

 

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ბრძოლა "ნატო"-ში გაწევრიალებისთვის არის უშედეგო და განწირული. მარშანიას აზრით, გამოსავალი მხოლოდ, რუსეთთან დიალოგია, რომელიც "ჰაერივით" სჭირდება საქართველოს.

"ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენ არანაირად არ მიგვიღებენ ნატოში. არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად და არც მაგათ გარეშე და უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება და უაღრესად მავნებლური განცხადებები, დებატები, კონფერენციები, თუ რა სახით მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ ნატოში. გავიგოთ რომ ეს არის მორიგი სატყუარა. ჩვენ ეს ე.წ დებატები და ეს ყველაფერი მხოლოდ ახალ საომარ მოქმედებებში ჩაგვითრევს და აქედან გამოსავალი არის სამხედრო მიუმხრობლობა. არა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებს, არა ბაზებს, არა რაიმე სახის საერთაშორისო წრთვნებს, ჰაერივით გვჭირდება ჩვენ დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი უმძიმესი პრობლემის, ქვეყნის გამთლიანების პრობლემის დასაძრავად, დასაძრავად მაინც... " - აღნიშნა ადა მარშანიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია