შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24233 
 17 სექტემბერი 2019
NDI აღნიშნულის შესახებ კვვლევა დღეს, 17 სექტემბერს გამოაქვეყნა. კითხვაზე, როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება პარლამენტში? მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ თანაბრად, 50% ქალი და 50% კაცი უნდა იყოს პარლამენტში. 37 პროცენტი კი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო როგანოში 30% ან ნაკლები ქალი უნდა იყოს და 70% ან მეტი კაცი. ოთხი პროცენტი კი პირიქით ფიქრობს, 30% ან ნაკლები კაცი უნდა იყოს პარლამენტში, ხოლო ქალი 70% ან მეტი ქალი.გენდერული კვოტა არის დროებითი ზომა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, პარტიულ სიაში შეიყვანონ ორივე სქესის კანდიდატების (ძირითადად ქალების) გარკვეული რაოდენობა. ამ გზით გაიზრდება ქალების რიცხვი პარლამენტში და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებვზე.აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: მაკარლამა [Video]