შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 60% აფასებს – NDI

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 სექტემბერი 2019
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის მეორე ნაწილი დღეს, 19 სექტემბერს გამოქვეყნდა.რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს; 32 %-ის შეფასებით - „კარგად“, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ იცის“ 6%-მა.2018 წლის დეკემბერთან შედარებით, ეს არის გაუარესებული მაჩვენებელი. ამ დროს მთავრობის საქმიანობას 48% აფასებდა ცუდად.მიმდინარე წლის ივლისში მთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ მოსახლეობის 32% აფასებს. ეს მაჩვენებელი გასული წლის დეკემბერში 44% იყო.კვლევის ჩატარებისას, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. შესაბამისად, გამოკითხვაში მონაწილეებს კითხვა დაუსვეს მის საქმიანობასთან დაკავშირებითაც. ბახტაძის საქმიანობას საშუალოდ 43% აფასებს, ცუდად 28%, დადებითად 14%. 15%-მა თქვა, რომ არ იცოდა პასუხი ამ კითხვაზეNDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით, CRRC -საქართველოს მიერ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია