შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 20 ნოემბერს დილიდან სცენას აწყობენ. საღამოს, 19:00 საათზე კი აქ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 20 ნოემბერი 2018
თბილისიდან ახალციხეში კონცერტისთვის რვა მომღერალი ჩამოვა, მათ შორის არიან პანჩო და რომა რცხილაძე. „ვინ ჩამოვა კონცერტზე მთავრობიდან არ ვიცით ჯერ, დღის ბოლომდე გაირკვევა“, – გვითხრა „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი გვარამაძემ. ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი უკვე გაიმართა ახალქალაქში. ღონისძიებას თავად პრეზიდენტობის კანდიდატი არ დასწრებია, თუმცა აქ მომღერლებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება